ერთადერთ მთავარ ფასეულობად სტაბილურობა გამოგვიცხადეს, რაც დამახასიათებელია ავტორიტარული, კორუმპირებული, ნომენკლატურული მმართველობისთვის,- ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

„უახლესი ისტორიის მორიგი მანკიერი 11 წლიანი ციკლი, რომელიც დიდი იმედებით დაიწყო და დიდი იმედგაცრუება მოგვიტანა….
ტრადიციულ იმედგაცრუებას მეტ კეთილდღეობასთან და თავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს გრძელვადიანი განვითარების ვექტორის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებული იმედგაცრუებაც დაემატა.

სტაბილურობა გამოგვიცხადეს ერთადერთ მთავარ ფასეულობად, რაც დამახასიათებელია ავტორიტარული, კორუმპირებული, ნომენკლატურული მმართველობისთვის და ესეც ილუზიაა, რადგან ჩვენ ვიცით, რომ მშვიდობა სამართლიანობის და რეალური კეთილდღეობის გარეშე ვერ  იქნება…“,- წერს გია ხუხაშვილი.