კონტრშეტევა განხორციელდა ისეთი მხრიდან, რომელიც ხელისუფლებას საერთოდ არ გაუთვალისწინებია და რომელზედაც წარმოდგენაც არ ჰქონდა - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ხელისუფალი, როდესაც ამ მზაკვრობას გეგმავდა, ხელმძღვანელობდა მის მიერვე მეთოდურად შექმნილი მატრიცით, რომელშიც გათვალისწინებული იყო ყველა ოპონენტის რესურსი, როგორც ოპოზიციის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და თუნდაც დასავლეთის.

ამ დროს კონტრ-შეტევა განხორციელდა ისეთი მხრიდან, რომელიც საერთოდ არ გაუთვალისწინებია და რომელზეც წარმოდგენაც არა აქვს. მისი მთავარი პრობლემა ახლა ის არის, რომ მისთვის უცნობმა ფაქტორმა - GenZ-მ ამდენი ხნის ნაჯახირევი და ნალოლიავები სამყარო დაუნგრია და ჩამოუშალა. ასე რომ, მე არ მინდა დავუკარგო დამსახურება არც პოლიტიკოსებს, არც სამოქალაქო აქტორებს, მაგრამ ეს არა ტაქტიკური, არამედ ზუსტადაც რომ სტრატეგიული გამარჯვება მთლიანად ახალ თაობას ეკუთვნის“- წერს ხუხაშვილი.