მანევრი აღარ აქვს.ერთადერთი შანსი - დღის სინათლეზე გამოსვლა, ინსტიტუციური პასუხისმგებლობის აღიარება და საკუთარ თავზე აღება - ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის მისამართით წერს, რითაც ეხმაურება აშშ -ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხშაბათს დაბლოკა ოთხი ქართველი სასამართლო ჩინოვნიკის ქვეყანაში შესვლა და მიზეზად „მნიშვნელოვან კორუფციაში მათი მონაწილეობა“ დაასახელა.
"წამზომი ჩაირთო. მანევრი აღარ აქვს.ერთადერთი შანსი - დღის სინათლეზე გამოსვლა, ინსტიტუციური პასუხისმგებლობის აღიარება და საკუთარ თავზე აღება, ორი ირაკლის ჩარეცხვა, განვითარების ვექტორის შემობრუნება , 12 პუნქტის ყველაზე რადიკალური ფორმით შესრულება. შესაბამისად, მის ხელში სტატუსის მიღება. 2024-ში სანიმუშო არჩევნების ჩატარება.არა თუ ტელეფონს ავიღებ, თვითონ დავურეკავ…" - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.