სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ დიდი ხანია სწორ პოზიციაზეა, მას ნაწილობრივ მოეხსნა ბიძინა ივანიშვილის კომპლექსი - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ დიდი ხანია სწორ პოზიციაზეა. ის პრინციპში ევროპელია თავისი წახალმავლობით. მას მშვენივრად ესმის ის კონიუნქტურა ამ დიდ გლობალურ ომში, რაც ჩამოყალიბებულია და ის ძალიან სწორ პოზიციაზე დგას. თუმცა ბოლო პერიოდში საზოგადოების მხრიდან მისადმი იყო ორი პრეტენზია, ერთი ის რომ ვერბალურად ის იყო სწორ პოზიციაზე, მაგრამ თავისი ქმედებით ამას არანაირად არ ადასტურებდა. გამოდიოდა რომ ეპრანჭებოდა დასავლეთს სწორი პოზიციით, მაგრამ ხელისუფლებასთან არ შედიოდა რეალურ კონფრონტაციაში და მეორე პრეტენზია - ერთგვარი კომპლექსი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რაც ადამიანურად გასაგებია. სალომე ზურაბიშვილს მშვენივრად ესმის, რომ ის პრეზიდენტი ვერ გახდებოდა ვერანაირად ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე, შესაბამისად ის გრძნობდა ვალდებულებას და ეს კომპლექსი ერთგვარი მუხრუჭი იყო მისი მხრიდან უფრო აქტიური ქმედებისთვის. გამომდინარე იქიდან, რაც გუშინ ილაპარაკა, როგორც ჩანს ეს კომპლექსი ნაწილობრივ მოეხსნა“,- აღნიშნა გია ხუხაშვილმა.