ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„როგორც ჩანს, დღეს ჰაკერებმა "ქართული ოცნების" მესიჯ-ბოქსი გატეხეს და სულ Слава Украини აძახებინეს“- წერს ხუხაშვილი.
2022 წლის 24 თებერვალს პუტინმა უკრაინაში ომის დაწყების შესახებ განაცხადა და მას "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" დაარქვა. მიზეზად კი, ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტი ლიდერების დახმარების თხოვნა დაასახელა.