ივანიშვილი მიყვებოდა, 2000 წელს ტელევიზორში რომ დავინახე პუტინი მოდიოდაო, მივხვდი რომ რუსეთში ჩემი ადგილი არ იყო, ჩავალაგე ჩემოდანი და ჩამოვედიო - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ბიძინას ჰქონდა რუსეთის უძლეველობის შიში. იქ ცხოვრობდა და პუტინი მისთვის ყველაზე ძლიერი ფიგურა იყო სამყაროში. მიყვებოდა, 2000 წელს ტელევიზორში რომ დავინახე მოდიოდაო, მივხვდი რომ რუსეთში ჩემი ადგილი არ იყო, ჩავალაგე ჩემოდანი და ჩამოვედიო. ეს შიში გახდა მისი ამ კატასტროფული პოლიტიკის საფუძველი, თუ რაღაც უფრო დიდი იდგა უკან, არ ვიცი. არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, იმდენად შეეშინდა, რომ პუტინს ერთგულება შეუთვალა. მე აქ ვარ, წყნარად ვართო. რუსეთის იმპერია იცით როგორ მოქმედებს? როგორც კი შენ მას ლოიალობას უცხადებ, ამას სისუსტედ თვლის და უფრო მაგრად გაწვება. ლოიალობის შეთვლას, შეიძლება რაღაც პირობები მოჰყვა. ფაქტობრივად, ხაფანგში აღმოჩნდა. არასწორი ანალიზის, პროგნოზის საფუძველზე გარკვეულ ჭაობში აღმოჩნდა, საიდანაც ვეღარ ამოდის. ეს ვერსია მიმაჩნია ყველაზე დამაჯერებლად. შესაძლოა, სხვანაირადაც არის საქმე“,- აღნიშნა გია ხუხაშვილმა.