აფხაზეთთან მიმართებაში რეალურად არც არაფერი ხდება - მორიგი სატყუარა “გარეჯი საქართველოა!”-ს შემქმნელებისგან - ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„აფხაზეთთან მიმართებაში რეალურად არც არაფერი ხდება.

ეს ვიღაც ვირეშმაკმა მოიფიქრა ახლა იმ ილუზიის შექმნა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომთან სამარცხვინო, კაპიტულანტური პოლიტიკის გატარება, ვითომ აფხაზეთის შესაძლო დაბრუნებით ახსნან და ამით იმართლონ თავი ხალხის და ისტორიის წინაშე.

მორიგი სატყუარა “გარეჯი საქართველოა!”-ს შემქმნელებისგან…“ - წერს ხუხაშვილი.