„2012 წლის შემდეგ, როდესაც ფაქტიურად დემოკრატიული რევოლუცია მოხდა საქართველოში, საშუალება მოგვეცა ქვეყანა განვითარებულიყო ევროპული მიმართულებით“,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „ იმედის“ ეთერში.
გია გაჩეჩილაძემ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდის შეფასებისას ხაზი გაუსვა, იმ გარემოებებს და მემკვიდრეობას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დახვდა. მისივე თქმით, დიდი ძალლისხმევა და შრომა დასჭირდა იმას, რომ დღეს, საქართველოს, როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე მედიის თავისუფლების თვალსაზრისით მოწინავე პოზიციები დაეკავებინა. გია გაჩეჩილაძემ კოაბიტაციის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოაბიტაცია უნდა დასრულდეს და ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი ყველამ პასუხი უნდა აგოს სახელმწიფოს წინაშე. „მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ამ პროცესის და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არ შეიძლება კოაბიტაცია ისეთ დაჯგუფებასთან, მე მათ, ნაციონალურ მოძრაობას და მის განშტოებებს,რომელმაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს პარტიას ვერ ვუწოდებ. მოვიდა დრო, როდესაც ჩვენ ამაზე უარი უნდა ვთქვათ. მაშინ ეს აუცილებელი იყო. მაშინ ეს შეესაბამებოდა საერთაშორისო პოლიტიკის ნორმებს და მოვიდა დრო, როდესაც ჩვენ ამაზე უარი უნდა ვთქვათ, ჩვენ კი არა, საზოგადოებამ უნდა თქვას უარი. მე ვფიქრობ, უნდა დამთავრდეს მათთან ლოიალური დამოკიდებულება და ვინც საჭიროა და ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველამ პასუხი უნდა აგოს სახელმწიფოს წინაშე“,-განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.​