ჩვენი მოლოდინი პოზიტიური და დამაიმედებელია, გერმანიას სურს, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი მომავალ კვირას, ისევე როგორც სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრება, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ერნსტ პეტერ ფიშერმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოება პასუხია მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე.
„5 დღის შემდეგ ევროსაბჭო შეხვდება ევროპულ სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებით. ეს საკითხი უკვე დღის წესრიგშია. მომავალ კვირას ევროპულმა საბჭომ რთულ და სარისკო გეოპოლიტიკურ ვითარებაში უნდა აჩვენოს, რომ შეგვიძლია გადაწყვეტილებების მიღება და მოქმედება. გაფართოება არის პასუხი მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე. ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ მომავალ კვირას კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - აღნიშნა ფიშერმა.