ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, ნაციონალური მოძრაობის წევრ გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ, რასაც ეხმაურება ბათუმელი პოეტი, პარტია "მოქალაქეების" ყოფილი წევრი, სამოქალაქო ატივისტი გენრი დოლიძე:

"ქართული ოცნება არის მოძალადეების, ზონდერების და ბაბულიკების პარტია!!! პირდაპირი ეთერის დროს, აჭარის ოპოზიციის ლიდერს, გიორგი კირთაძეს ზურგიდან დაესხნენ თავს კრიმინალები, რომელთა იმედადაც არის დარჩენილი, რუსული ურდოს ფილიალი - მმართველი პარტია!... დროზე უნდა გავისტუმროთ ეს მოძალადეების ბანდა მოუსავლეთში, თორემ
წახალისებული ძალადობა მალე მიიღებს უმართავ სახეს და გვეყოლება ნეო-მხედრიონისტული ჯგუფები, რომლებიც ქუჩაში დღისით, მზისით განსხვავებული აზრის გამო ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება გაუსწორდნენ...
რაც შეეხება ამ ვითომ-კაცებს, არც ძველი ბიჭები ხართ თქვენ და არც ვაჟკაცები! უკნიდან თავდასხმა და ქალების თანდასწრებით ფიზიკური ძალადობა არც ძველბიჭურში ჯდება, არც ქუჩურში, არც კაცურში!... თქვენ ხართ სუსის ნასეტკები!...
გიორგი კირთაძე / Giorgi Kirtadze

 

ყოჩაღ, ძმაო, შენს ვაჟკაცობას, მოთმინებას და ნერვებს..."