გორბაჩოვმა დაანგრია კომუნისტური პარტია და დღეს ლევან ხაბეიშვილი მიშას პარტიას ანადგურებს. პარტია დაყო შუაზე, ან უნდა იყო ხაბეიშვილის მომხრე, ან თავისუფალი პარტიიდან. სხვა განცდა არ მრჩება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ფოთის საკრებულოს წევრმა, პაატა ჩაგანავამ „პირველ არხთან“განაცხადა.
„მე გახლდით ქალაქ ფოთის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე. დღეს შუადღისით დამიკავშირდნენ საკრებულოს აპარატიდან და მაცნობეს, რომ განცხადება იყო შემოსული ექვსი კაცის ხელმოწერით, რომ დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებული ვიყავი. ეს განაპირობა იმან, რომ მე 29 ნოემბერს სტატუსი დავწერე, რომ არ მომწონდა პარტიაში არსებული ვითარება, მდგომარეობაც, რაც მიმდინარეობდა ცხრა თვის განმავლობაში, რომ ყველა დავიღალეთ ამით. აქედან გამომდინარე, ვითხოვდით, რომ პარტიის თავმჯდომარეს პასუხისმგებლობა აეღო და გადამდგარიყო. გამოქვეყნებიდან ზუსტად ერთ საათში ჩათში დაიწერა, რომ უმრავლესობა უნდა შეკრებილიყო. ფაქტობრივად, ვიცოდი, რა ხდებოდა, უკვე მეორე დღეს მათ გადაწყვეტილება ჰქონდათ მიღებული. ეს არის ლევან ხაბეიშვილის მმართველობა, ეს არის ის მგლის ბილეთი, რაზეც საუბრობდა. განსხვავებულ აზრს მოსდევენ. დარწმუნებული ვარ, ფოთში ვერავინ მიიღებდა გადაწყვეტილებას,ზემოდან მართული თუ არ იქნებოდა. ყველაფერი ფასადურია, რაც ხდება, ის გამოსვლებიც, რომ პარტიაში ვიღაც ბრუნდება. დღეს ჩემთან იყო ეს ბილეთი გამოგზავნილი, ხვალ სხვაც უნდა ელოდოს. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად არის გაკეთებული. მინი გორბაჩოვია, გორბაჩოვმა დაანგრია კომუნისტური პარტია და დღეს ლევან ხაბეიშვილი მიშას პარტიას ანადგურებს. პარტია დაყო შუაზე, ან უნდა იყო ხაბეიშვილის მომხრე, ან თავისუფალი პარტიიდან. სხვა განცდა არ მრჩება.
ლევან ხაბეიშვილი რაც თავმჯდომარედ დაინიშნა, ცხრა თვის განმავლობაში ოთხჯერ იყო ჩამოსული ქალაქ ფოთში, მას არასდროს მოუთხოვია ჩემთან შეხვედრა, რადგან მე ერთ დროს მხარი დავუჭირე ნიკანორ მელიას. აქედან გამომდინარე, ჩემთან კომუნიკაციის არანაირი სურვილი არ ჰქონია და ვხედავთ, როგორ მიიყვანა ყველაფერი ბოლომდე. ეს იყო პირადად მისი გადაწყვეტილება, არა მარტო მისი გადაწყვეტილება, ეს დავალებები მოდის ცოტა სიღრმიდან, რასაც მოვა დრო და საზოგადოება დაინახავს. შემეხმიანა პარტიის ადგილობრივი თავმჯდომარე და მას დავუდასტურე, რომ ნამდვილად ჩემი განცხადება იყო, რაც დაიწერა სოციალურ ქსელში პარტიის ერთობასა და ხაბეიშვილის გადადგომაზე. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ, თუ არ იქნებოდა ზეწოლა და მოთხოვნა.
ვაპირებ ბრძოლას. მინდა, მივმართო ლევან ხაბეიშვილს და მოქმედ მენეჯმენტს, ჩემთვის თანამდებობა არაფერს წარმოადგენს, მე თანამდებობის გარეშეც ვიდექი ქუჩაში და ვიქნები ჩემი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ვიბრძოლებ ბოლომდე. ვაპირებ ნიკა მელიასთან შეხვედრას, ალბათ ხვალ შევხვდებით და ამ თემაზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა პაატა ჩაგანავამ.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ დარეჯან ცხვიტარიამ ფოთის საკრებულოს ენმ-ის ფრაქციის სახელით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა: მოვითხოვთ ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს