„რონდელის ფონდის“ ოფისში ეუთო-ს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.
ფერიდუნ სინირლიოღლუს უკვე შეხვდა „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია. ამ წუთებში კი ეუთო-ს გენერალურ მდივანს ხვდებიან „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი და „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. ასევე დაგეგმილია შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, თინა ბოკუჩავასთან და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრთან, გიგი წერეთელთან.
შეხვედრაში არ მონაწილეობენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები. მათ დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ უარი თქვეს ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე.