საშინელებაა იმის ყურება, როგორ მიემართება საქართველო მთელი სისწრაფით ერთპარტიული სისტემისკენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩესი სოციალურ ქსელში წერს.

„ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ლიდერიდან ქვეყანა სინათლის სიჩქარით გადაიქცა ავტორიტარიზმის ლიდერად, რითაც საზოგადოების მისწრაფებებს უღალატა“, – წერს ნაჩო სანჩესი.