მოუთმენლად ველოდები ჩამოსვლას, იმდენჯერ ჩამოვალ, რომ მოგაბეზრებთ კიდეც თავს. ნამდვილად დიდი სულისკვეთებით ჩამოვალ, მთელი გულით და სულით ჩავერთვები ამ საქმიანობაში, – ამის შესახებ ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ერიკ ტრამპმა „ტრამპთაუერ თბილისის“ საერთაშორისო წარდგენის ღონისძიებაზე ონლაინჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ორი მილიარდი აშშ დოლარი იქნება ინვესტირებული.
„ძალიან მალე, როდესაც საძირკველს ჩავყრით და შემდეგაც კიდევ ბევრჯერ ჩამოვალ. ლარი საუბრობდა ამაზე, როდესაც სცენაზე გამოვიდა. ახალ პროექტს როცა ვაკეთებთ და ახალ შენობას ვიწყებთ, ყველა შენობის პროექტი ვიცი დასაბამიდანვე, დასაწყისიდანვე. ნამდვილად ძალიან ვზრუნავ თვითონ პროექტზე, ყველა დეტალზე და ვზრუნავ იმ საკითხების მოგვარებაზე, რაც მართლაც მნიშვნელოვანია. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ უდიდესი ბრენდი გვაქვს, შესაბამისად, ჩვენ არაფერი არ გვიყვარს იმაზე მეტად, ვიდრე ეს არის უძრავი ქონების განვითარება და როდესაც შეგვიძლია, ქალაქს ახალი იერსახე შევძინოთ. ნამდვილად აქტიურად ვიქნები ჩართული, რადგან მთელი გულით და სულით ჩავერთვები ამ საქმიანობაში, ბევრჯერ ჩამოვალ.
სხვათა შორის, როდესაც ჩვენ გვყავს ისეთი ხალხი, როგორიც არის ბატონი ილია, ეს არის ერთ-ერთი შესანიშნავი ადამიანი, ვისაც კი შეიძლება, შევხვდე, როგორც ბატონი ლევანი, ბატონი ლაშა. ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც ასეთ ადამიანებთან მუშაობ და გინდა, რომ უფრო მეტი დრო გაატარო მათთან, უფრო დიდებული და შესანიშნავი რამეები გააკეთო. ის ხედვა, რომელიც მათ აქვთ, რომელიც „არქი ჯგუფს“ აქვს, საპირის ორგანიზაციას აქვს, რომელიც ალექსს გააჩნია, ყველა ადამიანს ჩვენი ხედვა გვაქვს, ხომ? და ხუთი წუთით შეხვედრა საკმარისი იყო, რათა ეს ყველაფერი ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა.
ამ ადამიანებს არ ეშინიათ, რაღაც დიდი და კოლოსალური განახორციელონ. კიდევ ერთხელ, თუ ჩვენ შევხედავთ, ორი მილიარდი აშშ დოლარი იქნება ინვესტირებული. ეს არის down town პროექტი, რომელიც სამუდამოდ შეცვლის იერსახეს. და კი, მე ბევრჯერ ჩამოვალ საქართველოში. მოუთმენლად ველოდები ჩამოსვლას. სხვათა შორის, ბევრი ქართველი ცხოვრობს ამერიკაშიც და ყველაზე თბილი ადამიანები არიან, მართლაც შესანიშნავია, რომ ასეთი სიყვარული არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის. ნამდვილად განსაკუთრებულ ასპექტს სძენს ეს ყველაფერი ამ ურთიერთობას. იმდენჯერ ჩამოვალ, რომ მოგაბეზრებთ კიდეც თავს. ნამდვილად დიდი სულისკვეთებით ჩამოვალ“, – განაცხადა ერიკ ტრამპმა.
ამასთან, ერიკ ტრამპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს მადლობა გადაუხადა.
„ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის, დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს. თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ სამუშაოს ასრულებთ, რადგან ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს. ქვეყანა, რომელშიც 10% არის მშპ-ს ზრდა, ეს ნიშნავს, რომ რაღაც სასწაულად მნიშვნელოვან და დიდ რამეს აკეთებთ. გისურვებთ წარმატებას, გილოცავთ და ვულოცავ ამ შესანიშნავ გუნდს, რადგან ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო ამაყს გახდის“, – აღნიშნა ერიკ ტრამპმა.




