ვინმე დაიჯერებს ოცნების ეროვნულობისკენ გადახრას? - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ყოფილი დეპუტატი ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში წერს:

სამოქალაქო კოდექსის 426 ე მუხლის 1 და მე 4 ნაწილში ცვლილებაზე შევიტანე კანონპროექტი და პარალელურად საკონსტიტუციოშიც, პარლამენტმა დღემდე არც განიხილა და საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა და მე 4 წელია სათათბიროში არიან და ცოცხალი თავით არც აპირებენ ქართველი ხალხის ინტერესების დაცვას და უსამართლობას აგრძელებენ!

ვინმე დაიჯერებს ოცნების ეროვნულობისკენ გადახრას?

ან ოპოზიცია რატო ამ თემებზე არ ამახვილებს ყურადღებას? რბილი ძალით შეტევა ყოველთვის შეთანხმების ლუსტრირებაა!!! ვინც ბოლომდე და მტკივნეულად არ ურტყამს მოწინააღმდეგეს ის გაყიდულია!

სუსტ წერტილებში ერთმანეთს ინდობენ და ხალხს და ქვეყანას არა!!!