მარტვილის მუნიციპალიტეტში დილიდან ინტენსიურად თოვს. გზების გაწმენდითი სამუშაოები ცენტრალურ საავტომობილო გზაზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
გზების გასაწმენდად მობილიზებულია სპეციალიზებული ტექნიკა.
გზის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებს როგორც მუნიციპალური, ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიების ტექნიკა. გზების გაწმენდით სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია მერის პირველ მოადგილესთან ერეკლე ზარანდიასთან ერთად ხელმძღვანელობს. საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე 505 55 97 75.




