"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავისი ხმა დააფიქსირა, რის შემდეგაც მედიასთან განაცხადა, რომ ქვეყნისთვის ისტორიული დღეა, რადგან ამომრჩევლის ნებით, ქვეყანა კოალიციური მმართველობის ფორმაზე გადადის.

"დღეს არის ისტორიული დღე. დღე, რომლითაც იამაყებს საქართველოს ყველა მოქალაქე. იმიტომ, რომ სწორედ საქართველოს მოქალაქეების ნებით, გადავდივართ ჩვენი ქვეყნის ახალ ეტაპზე, ეს არის კოალიციური მმართველობა, ეს არის ევროპული მომავალი. ეს პროცესი დაიწყება ხვალიდანვე. ჩვენ უნდა ავიკაპიწოთ ხელები და ქვეყანა სწრაფად წავიყვანოთ ევროპის მიმართულებით, რომელიც გველოდება. მთელის მსოფლიო დღეს საქართველოს მოქალაქეებს უყურებს. ყველაფერი მზად არის, ჩვენ გვაქვს სრული კოორდინაცია პრეზიდენტთან, გვაქვს ქარტია, გვაქვს კოორდინაცია ოპოზიციურ პარტიებთან, მზად ვართ კოალიციური მმართველობისთვის. ყველაფერი მშვიდობიანად უმტკივნეულოდ გაივლის", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.