ჩვენ ყველა ვართ პარტია, რომელსაც აქვს მომავლის ხედვა, როგორ არ დავბრუნდეთ წარსულში,  წავიდეთ წინ, -  ამის შესახებ პოლიტიკური პარტია "ელენე ხოშტარია - დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

„ოცნების“ პროპაგანდის ჯინაზე კია არ ვაკეთებთ რამეს. ტყუილია, თუნდაც გახარიას დაუძახო „ნაციონალური მოძრაობა“. „ნაციონალური მოძრაობა“ არის კონკრეტული პარტია, კონკრეტული ნომრით, შემადგენლობით. არიან სხვა პარტიები, რომლებსაც აკავშირებთ წინა მთავრობაში მუშაობა, აკავშირებთ წარსული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ ჩვენ ყველა ვართ პარტია, რომელთაც აქვთ მომავლის ხედვა, როგორ არ დავბრუნდეთ წარსულში, წავიდეთ წინ, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ უნდა დაამტკიცოს, რომ მომავლის ხედვა როგორია“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.