გაყალბების მტკიცებულებები უკვე დევს. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ამ რუსული მოდელის გაშიფვრაზე, რომელიც არაერთ ქვეყანაში გამოყენებულა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „პარტნიორებისთვის ძალიან საინტერესოა, რადგან ეს რუსული მოდელი არის საფრთხე ბევრი სხვა დემოკრატიისთვის“.

„ამიტომ, მტკიცებულებები უკვე დევს, ყველა შეფასება არის ცალსახა, დევს გაყალბებების ფაქტები. დამატებით ჩვენ გავხსნით მთელ სქემას. მე ვურჩევდი ცესკო-ს თანამშრომლებს, ამაში ჩართულ სხვა ადამიანებს, დაიზღვიონ და გადაირჩინონ თავი, რადგან ეს იქნება მტკივნეული მათთვის, რადგან ეს არის კრიმინალი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.