„ძვირფასო მეგობრებო,ტყუის სერგო რატიანი,რომელიც უტიფრად აცხადებს,რომ საპარლამენტო სიიდან ამოიღო ის წევრები,რომელთაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე ხმა წინააღმდეგ მისცეს ენმ-ს დეპუტატების საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებაზე“, - ამის შესახებ ეკა ხერხეულიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„ამ ჩამონათვალში სხვებთან ერთად ვიგულისხმები მეც,რომელსაც მონაწილეობა საერთოდ არ მიმიღია კენჭისყრაში.გაუგებარია,ასეთი წვრილფეხა სიცრუე რატომ შესთავაზა საზოგადოებას მაშინ,როცა არსებობს სხდომის ოქმი ,სადაც ნათლად არის დადასტურებული ჩემი სიტყვების უტყუარობა.
პროფესორო რატიანო,თქვენს ადგილზე თავიდან გადავხედავდი гкчп-ს დეფინიციას .ის წყეული ხალხი ,მეტს კი არაფერს სჩადიოდა :)
პ-ს 20-30 წლებში იყო ასეთი ჩეკისტი შაშურკინი,არავინ არ აღიქვამდა სეროზულად,მაგრამ ცილისწამების მსხვერპლის ყველა დახვრეტილის ოქმს ის აწერდა ხელს“, - აცხადებს ეკა ხერხეულიძე.