”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ეკა ხერხეულიძე მიიჩნევს, რომ პარტიას ახალი თავმჯდომარე არ უნდა ჰყავდეს.
 

"ცხადია, ჩემი პოზიციაა ჩატარდეს ფართომასშტაბიანი ყრილობა, სადაც ჩვენი ამომრჩევლების ნება იქნება გათვალისწინებული. 

ცხადია, პარტიის თავმჯდომარის პოსტი უნდა იყოს ვაკანტური. მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან წასული არ არის მოგზაუროვბისთვის. ის იძულებით დევნილია. 

პარტიას ახალი თავმჯდომარე არ ეყოლება. უკვე ყავს და ის მიხეილ სააკაშვილია”,- განცხადა ხერხეულიძემ.