"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ბიძინა ივანიშვილს პასუხობს:
"ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩემზე ნებისმიერი წარმოდგენა ჰქონდეს, არ მგონია, რომ ყველას უნდა მოვწონდე ან იზიარებდნენ იმას რასაც ვამბობ. თუმცა, მაშინ, როდესაც საქართველოში ევროკავშირის კომისიონერია ჩამოსული და ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ დავარწმუნოთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა უნდა გაფორმდეს, ქვეყნის ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკურმა ფიგურამ და ფაქტობრივმა მმართველმა არასამთავრობოს არ უნდა დაესხას თავს, თუნდაც არ იზიარებდეს იმას რასაც ისინი ამბობენ.
თორე ჯანდაბას ვინმეს, რომ არ მოვწონვარ ამას ავიტან. დღეს მე ვიჯექი და საქართველოს ევროინტეგრაციაზე ვლაპარაკობდი და ის უცხოელ დიპლომატების განცხადებას უმეცარს ეძახდა, არასამთავრობოებს ლანძღავდა და საქართველოს პრეზიდენტს რეზიდენციიდან გამოსახლებით ემუქრებოდა. დღეს მე მგონი ყველა ერთი მიზნის გარშემო უნდა გავერთიანდეთ და საქართველოს ევროპულ მომავალზე ვიფიქროთ. სამწუხაროა, რომ ყველა ასე არ ფიქრობს." - წერს თავის სოციალურ ქსელში ეკა გიგაური.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა ეკა გიგაურს პოლტიკაში წასვლისკენ მოუწოდა.
"რაც შეეხება გიგაურს, მე მივესალმები იმას რომ ის რაც შეიძლება მალე გადავიდეს პოლიტიკაში, რამეთუ ის რეალურად ამახინჯებს თავისი გამოსვლებით სამოქალაქო საზოგადოებას. ის მიიწერს NGO-ების წევრად თავს ახლა და გამოდის მათი სახელით და ძალიან სასურველი იქნებოდა, რომ ის რაც შეიძლება მალე გადავიდეს პოლიტიკაში. გადავიდეს პოლიტიკაში, იმიტომ რომ რეალურად იგი დღეს პოლიტიკაშია, მაგრამ მან ფორმა ვერ მოახერხა და არ შეიცვალა. ასაღებს თავს სამოქალაქო საზოგადოების წევრად და ნაწილად, რეალურად ის გახლავთ ყველაზე დიდი კრიტიკოსი ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობა დღევანდელი ხელისუფლების და ჩემი პირადად.
არასამთავრობოების დიდი ნაწილი გიგაურის ხელმძღვანელობით, რომლებიც არასამთავრობოებად წარმოგვიდგებიან და როგორც იქნა რეალურ სახეს გვაჩვენებს პოლიტიკაში ჩვენ, რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობის გაგრძელებაა, საუბედუროდ ისინი ძალიან აბინძურებენ სამოქალაქო საზოგადოებას მათი იქ ყოფნით. კარგი იქნება თუ ყველა დანარჩენი ნაწილი სამოქალაქო საზოგადოებას რომ უწოდებენ თავის თავს და რეალურად რომ არიან სტრუქტურის ნაწილი და გაგრძელება ნაციონალური მოძრაობის, ისინიც თუ თავის თავს საკუთარ სახელს დაარქმევენ, როგორც გიგაურმა გადაწყვიტა" - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც დღეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა მოსწავლეებისთვის გამართულ შეხვედრაზე.
ბიძინა ივანიშვილი: ეკა გიგაური თავისი გამოსვლებით სამოქალაო საზოგადოებას ამახინჯებს