"თავდაცვიდან თავდასხმაზე გადავალთ …” ეს მოსამართლე გვრიტიშვილის გუშინდელი განცხადებაა! უკომენტაროდ … - ამის შესახებ პარტია "სამართლიანობისათვის" ლიდერი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკვე მეორედ არჩეულ მოსამართლე წევრს, დიმიტრი გვრიტიშვილს.
„დაახლოებით წელიწადნახევრის წინ და ამ პერიოდში ვიყავი უბრალოდ, მოსამართლის სტატუსით და ასეთი აქტიურობა ჩემი სამოსამართლო აქტიურობიდან გამომდინარე, მოსამართლეს ეკრძალება, როდესაც ვხედავ იგივე არაერთგზის ნახსენები ე.წ. არასამთავრობოების განცხადებებს, რადგან ჩემთვის ეს არის აბსოლუტურად პოლიტიზებული სუბიექტების ერთობა, მართლაც კლანური პრინციპით ფორმირებული, იმიტომ, რომ ვერც ერთ შემთხვევაში განსხვავებულ აზრს მათგან ვერ ვისმენ. გურუსავით არის ერთი ადამიანი ეკა გიგაური, რომელიც ღაღადებს ჭეშმარიტებას, სხვა დანარჩენი ყველა განსხვავებული აზრის გარეშე უკრავს კვერს, ახლა გეკითხებით, სად არის კლანი სასამართლოში, თუ არასამთავრობოებში.” – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკვე მეორეს არჩეულმა მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა. თავდაცვითი რეჟიმიდან სასამართლო ხელისუფლება, ჩათვალეთ, რომ გადადის თავდასხმის რეჟიმზე. ფაქტებით და მტკიცებულებებით მოხდება ყველა იმ სუბიექტის გამოაშკარავება პერიოდულად, რომელიც მიზანმიმართულად გეგმავს და ცდილობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განეიტრალებას, მის თამაშგარე დატოვებას და სასამართლო კორპუსში განხეთქილების შეტანას იმ კუთხით, რომ არაჯანსაღ კომუნიკაციას ამყარებს გარკვეულ მოსამართლეებთან. აბსოლუტურად გაუგებარია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრის არჩევას, როგორ შეიძლება მოჰყვეს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხება. ალოგიკურია, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება მიჭირს. ვინმეს ე.ი. უნდა საქართველოს მიღება ევროკავშირში და 15 წევრიან საბჭოში ორი წევრის, მურუსიძის და გვრიტიშვილის არჩევა აფერხებს? მე ყველა დონის რეფორმის ჯგუფში ვარ, როგორც წევრი და ვაჟღერებ, პირადად ჩემი, ჩემი კოლეგების პოზიციას, საკანონმდებლო წინადადების ჩამოყალიბების კუთხით. ყოველთვის ვამბობთ იმას, რომ რეფორმების მიმართ ვართ ღია და მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა. იმ რეკომენდაციების, პუნქტის შინაარსის არასწორი განმარტება ხდება. არსად არ არის ნათქვამი, რომ საბჭოს დაკომპლექტების წესი უნდა შეცვლილიყო. იქ არის საუბარი იმაზე, რომ საბჭოს ანგარიშვალდებულება კიდევ უფრო დაიხვეწოს, კიდევ უფრო ღია გახდეს, ეს ჩვენთვის მისაღებია. ვიფიქროთ ერთად, როგორ შეიძლება უფრო მეტად ანგარიშვალდებული იყოს საბჭო საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა დიმირი გვრიტიშვილმა.