დიტო სამხარაძე „ვარდების რევოლუციის" იუბილეზე: დრაკულას ზეიმი გეგონება, ჩაბნელებულში სისხლის ფერით გააწითლეს ერთმანეთი, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე ენმ-ის მიერ ორგანიზებულ „ვარდების რევოლუციის" 20 წლის იუბილეს.

„მეგობარმა ჩამიგდო ომის პარტიის ტუსოვკა, რუსეთის სპეცსამსახურების და ივანოვის დახმარებით 2003 წლის გადატრიალებას აღნიშნავენ. დრაკულას ზეიმი გეგონება, ჩაბნელებულში სისხლის ფერით გააწითლეს ერთმანეთი. ისე რა სასაცილოები არიან, უსამშობლოები, სხვისი ქვეყნის აგენტები და წალენჯიხის მერიის თანამშრომლები არიან შეყრილები. დანარჩენ საქართველოს ამათთვის არ ეცხელება და რა ქნან, ჯოჯოხეთის კასრი გეგონება“, - წერს სამხარაძე.