რუსთაველზე მყოფი 200 ათასი საქართველოს მოქალაქიდან, ევროკავშირის დროშა 20 ცალ საწყალ ნაცს უკავია! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„უსამშობლოებმა თავიანთ აქტივისტებს გლობალური ომის პარტიის ინსტრუქტორების დავალება გადასცეს. ევროკავშირის დროშებით ისეთ ადგილზე დაფიქსირდნენ, სადაც ჟურნალისტები ინტერვიუებს იღებენ, ტელევიზიებში რომ გამოჩნდესო. იდიოტებო, მტერს იმას აჩვენებთ თითქოს ვიტყუებით მოსახლეობის 80%-ს ევროკავშირში გაწევრიანება რომ გვინდა, რადგან რუსთაველზე მყოფნი 200 ათასი საქართველოს მოქალაქიდან, ევროკავშირის დროშა 20 ცალ საწყალ ნაცს უკავია! ეს ვერ მოტვინეთ უტვინოებო? ხალხმა იცის რა დროს რა უნდა გააკეთოს და რა ვეღარ ისწავლეს თქვენმა მეპატრონეებმა ქართველების ხასიათი? ის საწყალი მოხუცი ქალბატონებიც მეცოდებიან რუსთაველზე ევროკავშირის დროშებით რომ აბოდიალებენ მშიერებს მთელი დღე“- ერს სამხარაძე.