საქართველოს ყველა მოქალაქე მიყვარს, რუსეთში მცხოვრები ქართველი იქნება თუ ამერიკაში - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს ყველა მოქალაქე მიყვარს, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა. ყველა, რუსეთში მცხოვრები ქართველი იქნება თუ ამერიკაში, რომლებსაც უყვართ საქართველო და არ არიან უცხო ქვეყნის აგენტები, ნაცები და ჩვენი სამშობლოს მტრები! ყველას დედა ვატირე ვინც ერს გვიყოფს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე იქნება თუ სხვისი“- წერს სამხარაძე.