დღეს ზუსტად ლურჯი ვეშაპია ნაციონალური მოძრაობა! გთხოვთ დაიცავით საკუთარი შვილები - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს:

"იმ მშობლებს ვეკითხები, რომელთა არასრულწლოვანი შვილები მკვდარი აკერმანის მეთოდით შეცდომაში შეიყვანეს ნაცებმა და აქციაზე მიიტყუეს! აქციაზე მყოფ იმ ბავშვების დედ-მამებს, რომელთა 90%-მა არ იცის რას და რისთვის აპროტესტებს! კითხვა ასეთია! ეთანხმებით თუ არა იმას, რომ თქვენი შვილის სიცოცლე ნაცების დაგეგმილ პროვოკაციას ემსხვერპლოს

გონს მოდით! დაელაპარაკეთ თქვენს შვილებს! თხოვეთ, მეგობრულად მოგიყვნენ თუ რას ავალებენ მათ ნაცი ენჯეოების ბოსები, სხვისი ქვეყნის აგენტები, რომლებისთვისაც თქვენი შვილის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს და მხოლოდ მასისთვის, მსხვერპლისთვის სჭირდებათ! თუ ჩემი არ გჯერათ, ტელეფონები შეუმოწმეთ, გაჩვენონ დახურულ ჯგუფებში, ჩატებში როგორ გართმევენ შვილებს, რა სახიფათო და საშიშ დავალებებს აძლევენ გავიხსენოთ კომპიუტერული პროგრამები, რომლებმაც არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირეს, მაგალითად “ლურჯი ვეშაპი”. დღეს ზუსტად ლურჯი ვეშაპია ნაციონალური მოძრაობა! გთხოვთ დაიცავით საკუთარი შვილები~" - წერს დიტო სამხარაძე!