2003 წელს ხაზარაძემ 2 მილიონი დოლარი შესწირა 2 პარტიას, მოქალაქეთა კავშირს და ნაცებს! მტკიცებულება ერთმა მაშინდელმა ჩინოვნიკმა მომიყვა, ვინაობის დასახელებაზე ნებართვა არ ამიღია! ასეა ჩემო მეგობრებო, ხაზარაძის მსგავსი პოლიტ-მრუშები ებრძვიან დღეს საქართველოს და ბიძინა ივანიშვილის! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს 600 000 მოქალაქეს შეუსრულა საბანკო და სხვადასხვა ფინანსური ვალდებულება! ჩამოწერილი ვალების გამო გასწორებული საბანკო ისტორიით ათასობით ქართველმა შეძლო დაეწყო სამსახური! კიდევ უფრო მეტმა მოქალაქემ ბიზნეს სესხი აიღო ან “აწარმოე საქართველოში” და სხვა პროგრამებში მონაწილეობით მიიღო თანხობრივი დახმარება და დღეს ათასჯერ მეტი ახალი მეწარმე გვყავს!!! გულახდილი ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ათასი კი არა, ასი კაცის მადლობა არ მახსენდება! არმგონია ვინმე ფიქრობდეს, რომ ბატონმა ბიძინამ ეს ყველაფერი მადლობის ან რაიმე პირადი სარგებლის სანაცვლოდ გააკეთა, მან ხომ საკუთარი ფული გადაიხადა! მაგრამ თუ მაინც ვინმე ასე ფიქრობს, მხოლოდ სულელი! ბევრი ვიფიქრე, ამ სტატუსში მომეყვანა თუ არა მევახშე თაღლითი ხაზარაძის მაგალითი და რადგან ვიღაცეებს მადლობის თქმაც უჭირთ და მეხსიერების პრობლემებიც აქვთ, საჭიროდ ჩავთვალე მოგიყვეთ ერთი ისტორია. 2003 წელს ხაზარაძემ 2 მილიონი დოლარი შესწირა 2 პარტიას, მოქალაქეთა კავშირს და ნაცებს! მტკიცებულება ერთმა მაშინდელმა ჩინოვნიკმა მომიყვა, ვინაობის დასახელებაზე ნებართვა არ ამიღია! ასეა ჩემო მეგობრებო, ხაზარაძის მსგავსი პოლიტ-მრუშები ებრძვიან დღეს საქართველოს და ბიძინა ივანიშვილის! ამიტომ ვართ მობილიზებულები, რომ დავიცვათ საქართველო და ჩვენი ქვეყნის ერისკაცის ბიძინა ივანიშვილის გვერდით ვდგავართ! P.S. სისხლის ბოლო წვეთამდე“- წერს სამხარაძე.