არჩევნებამდე ყველანაირ ამინდს დაგვაბრალებენ, ღრუბლიანს, ნახევრად ღრუბლიანს, ქარიანს, ხოლო 2024 წლის ზაფხულში სიცხეს - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელშ წერს, რითაც 29 აგვისტოს თბილისში მოსულ ძლიერ წვიმას და მისგან გამოწვეულ პრობლემებს ეხმიანება:

უხვ ნალექს, წვიმის მოსვლას გვაბრალებენ თავიდან ხუმრობა მეგონა, მერე აკრიახდა სრულიად საქათმეთი და მივხვდი სერიოზულ ბრალდებებს წამოგვიყენებდნენ! საროსკიპო ტელევიზიებს ხელთ აქვთ ფარული ჩანაწერი, როგორ ხოცავს ქართული ოცნების აქტივისტი ბაყაყებს, უხვი ნალექის გამოსაწვევად! ხუმრობა არ გეგონოთ, ერთ-ერთი ვერსიაა, ფიქრობენ გაუშვან თუ არა რა მაგარია ასეთი დაქნეული ოპოზიცია არჩევნებამდე ყველანაირ ამინდს დაგვაბრალებენ, ღრუბლიანს, ნახევრად ღრუბლიანს, ქარიანს, ხოლო 2024 წლის ზაფხულში სიცხეს - წერს დიტო სამხარაძ სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის: გვიან ღამით თბილისში უხვი ნალექის გამო დაიტბორა ქუჩები, ზოგიერთ კორპუსში ჩავიდა წვიმა, ადიდებული წყალი შევარდა სახლებში, წაიქცა ხეები. ქალაქში მოქალაქეებს გადაადგილება უჭირდათ, ზოგიერთ ქუჩაზე წყალმა მანქანები სანახევროდ დაფარა.

რთული ვითარება იყო მიწისქვეშა გადასასვლელებშიც, სადაც წყალი დაგროვდა. პრობლემებია გზის სავალ ნაწილზე.