რას გულისხმობს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ე.წ. პოლიტიკური ჯგუფების შექმნის შესაძლებლობა იქმნება და როგორ გამოიყენებს მას მოძრაობა „ხალხის ძალა“, - ამ თემაზე „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში, „თავისუფალ სივრცეში“, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა. 

 

მისი თქმით, რეგლამენტში ცვლილებები მოძრაობას საშუალებას მისცემს საპარლამენტო ცხოვრების საშუალებები მეტად გამოიყენოს

აღნიშნული ცვლილებები სასარგებლოა არა მხოლოდხალხის ძალისთვის“, არამედ სხვა, შემდეგ უკვე პოლიტიკური ჯგუფებისთვისაც, დამოუკიდებელი დეპუტატების სახით, რომელთაც დატოვეს პარტია, ისევე, როგორც ჩვენ - გამოვეყავით, უმრავლესობაში ვართ, მაგრამ ვართ დამოუკიდებელი დეპუტატებიჩვენ დავარეგისტრირეთ პროექტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს საპარლამენტო ცხოვრების საშუალებები გამოვიყენოთ. მაგალითად, გვქონდეს გამოსვლის დრო, ისევე, როგორც ფრაქციას აქვს. ასევე, გვქონდეს ის საპარლამენტო-საშტატო შემადგენლობაც, ექსპერტების სახით თუ სხვა დარგობრივი მიმართულებით, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ წარმომადგენლობას ხელს შეუწყობს, რომ უფრო ეფექტური იყოს. ჩვენს ამომრჩეველს, საზოგადოებას განსხვავებული პოლიტიკური დღის წესრიგი შევთავაზეთ - ვაწარმოებთ ღია პოლიტიკას. მანამდე, საჯარო პოლიტიკა კულისებმა ჩაანაცვლა და როცა ეს კულისები გავხსენით, იქ ცუდი რამ ხდებოდა. მაშინ თითქოს უსაფუძვლო იყო ჩვენი საუბარი ომზე, მაგრამ შემდეგ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებისგან, დასავლეთიდან, ზოგჯერ კონგრესიდან, უკრაინის მხრიდან იმდენი მტკიცებულება მივიღეთ, რომ ეს უკვე აშკარა გახდა. ინფორმაციის ღიად გამოტანამ საზოგადოებას საშუალება მისცა, ვითარება სწორად შეეფასებინა და დღეს ომისგან დამზღვევი არა მხოლოდხალხის ძალა“, არამედ უკვე - თვითონ საზოგადოებაცაა. ძალიან ბევრ მცდელობას შიგნიდან თუ გარედან საზოგადოება ისე მყარად აზღვევს, რომ მას ქვეყნის ბედი აშკარად ხელში უჭირავს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.