რუსეთ-უკრაინის ომი სინამდვილეში რუსეთ-დასავლეთის ომია. ალბათ, ამაში ეჭვი აღარავის ეპარება. ამ ომში ან დასავლეთი იქნება გამარჯვებული, ან რუსეთი, ან ორივე. უკრაინა კი მისი არაპროუკრაინული პოლიტიკით სამწუხაროდ, უკვე წაგებულია. მას ერთი მხარე თავდასხმაში ამყოფებს, მეორე - თავდაცვაში, ქალაქები კი ინგრევა და მოსახლეობა ნადგურდება. ეს ორი მხარე, როცა იქნება და როგორც იქნება, დაზავდებიან და საკუთარ ინტერესებსაც გადაინაწილებენ." - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, "ხალხის ძალის" წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
"უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკას კი ყველაზე უკეთ საკუთარი საზოგადოება შეაფასებს, როცა ამის დრო დადგება.
საკუთარი ქვეყნისთვის მშვიდობის შენარჩუნება უფრო გონივრული ნაბიჯია, ვიდრე სხვისი ინტერესებისთვის საკუთარი საზოგადოების მსხვერპლად შეწირვა. უკრაინას გამარჯვებას ვუსურვებ, დანარჩენ ყველას კი მშვიდობისთვის და არა ომისთვის ზრუნვას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძე.