დღეს, 11:00 საათზე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სახელით განცხადებას გაავრცელებს.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარები მედიასთან არ გაკეთებულა.