„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დევი ჭანკოტაძემ პარლამენტის სხდომაზე „ქართულ ოცნებას“ მიმართა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაიწვიოს.
„ჩვენი ძალოვანი ვეტერნები, ყველა არის ამ კანონის წინააღმდეგი. ხალხი, რომელიც ახლა უკან დგას, წინააღმდეგი არიან, რადგან მიაჩნიათ, რომ რუსული კანონია.
ჩემი, როგორც ადამიანის, როგორც სამხედროს, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ვინც არიან აქ, უმრავლესობა, ვაფრთხილებ, ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ძალიან ცუდად დამთავრდება. გაიტანეთ ეს კანონი“, – განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.