პარლამენტის დეპუტატები ლევან გოგიჩაიშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და შოთა ხაბარელი ერთმანეთს პარლამენტის ბიურო სხდომაზე დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელიც წინასაარჩევნოდ ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიურ ვითარებას  და ძალოვანი სტრუქტურების მუშაობას უკავშირდებოდა. ბიუროზე შელაპარაკების შემდეგ, ლევან გოგიჩაიშვილმა და შოთა ხაბარელმა ბიუროს დარბაზის მიმდებარე ოთახში გადაინაცვლეს. ამ ოთახში შესვლის უფლება მედიას მანდატურის სამსახურმა არ მისცა. .„როცა ადამიანს ეუბნები, მურუსიძის მხარდამჭერი ხარ პარლამენტში, უშიშროება ჩართეთ, არჩევნებშიო და ამის არგუმენტებს ეუბნები, რეაქცია ეს იქნება. ხაბარელი ხან „ნაცებში“ იყო, ხან „ოცნებაში“. ამ ადამიანებმა შეჭამეს ქართული სპორტი. ხაბარელით უნდათ, შეგვაშინონ. ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა მისი მხრიდან, მაგრამ აგრესიის მეტი ვერაფერი ვერ შეიძინა“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.