დავოსის 54-ე ეკონომიკურ ფორუმს დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია შეუერთდება.
ირაკლი ღარიბაშვილი პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით „ევრაზიის ახალი გარიჟრაჟი“ მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური ასევე შეხვედრებს გამართავს კოლეგებთან, ბიზნესისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.
ეკონომიკური ფორუმი 19 იანვარს დასრულდება. ღონისძიების მთავარი თემა წელს „ნდობის აღდგენაა“.