საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით ლორთქიფანიძე ეროვნულ-დემოკრატიული ისტიტუტის (NDI) კვლევას "აიპრესთან" გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრაქტიკის მიხედვით, კვლევის შედეგები რეალობას აცილებულია. 

"პრაქტიკამ აჩვენა, რომ NDI-ს კვლევები აცილებულია რეალობას. ამას არაერთი კვლევა ადასტურებს. მათ მიერ ჩატარებულ კვლევებს რაღაც ნაწილში შეიძლება დაეთანხმო. მაგალითად,  პოლიტიკური ძალების განლაგება ადგილების მიხედვით, მეორე ადგილზე გასულის გარდა. არ ვფიქრობ, რომ "ნაცმოძრაობა" დღეს ქვეყანაში მეორე პოლიტიკური ძალაა. იმას, რომ სხვაობა "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის მიზერულია, კატეგორიულად არ დავეთანხმები. 

მთავარი ის არის, რომ 2016 წლის ოქტომბერში ქართული საზოგადოება მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და იქ გაირკვევა, რომ NDI-ს კვლევა რელევანტური არ იყო",- განაცხადა ლორთქიფანიძემ.