პირველად საქართველოში, ხდება კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადება, ამით სრულდება საპარლამენტო რესპუბლიკად ჩვენი ქვეყნის ჩამოყალიბების პროცესი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.

„მემკვიდრეობა არ არის სახარბიელო, თუმცა ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მყისიერად, ძალიან მალევე, ახალი პრეზიდენტი შეძლებს კონსტიტუციურ ჩარჩოებში ამ ინსტიტუტის მოქცევას და ყველა ის ნაბიჯი, რომელიც მის მიერ იქნება გადადგმული, სწორედ ქვეყნის სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობის, მისი გაერთიანების და გამთლიანების მიზნით იქნება გადადგმული“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.