ბოკუჩავა: გახარია წერილების გადამალვით ვერანაირად ვერ გადაარჩენს მის ბატონ-პატრონს ბიძინა ივანიშვილს

1580041147
ამის შესახებ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მთავრობას ნეგატიურ კონტექსტში სულ უფრო ხშირად მოიხსენიებენ და პერსონალურად ბიძინა ივანიშვილზე სანქციების გამოყენების საკითხი უფრო აქტუალური ხდება.
"საბჭოთა დროს ფოსტიდან რომ წერილებს იპარავდა რეჟიმი, იმას ჰგავს გახარიას მხრიდან წერილის მიჩქმალვა, რომლის შიანაარსი გასაჯაროვდებოდა. წერილების გადამალვით ის ვერანაირად ვერ გადაარჩენს მის ბატონ-პატრონს ბიძინა ივანიშვილს, რომლის მიმართაც კრიტიკა მზარდი და საერთაშორისო ასპარეზზე პერსონალურად სანქციების გამოყენების საკითხი უფრო აქტუალური ხდება," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.