“მოკლედ დავწერ რაჭაში და კონკრეტულად შოვში (ან ბუბაზე), ხის უკანონო ჭრაზე, რომლის შესახებაც წერენ და ლაპარაკობენ ტელეჭინკები და სოცქსელებით პატრიოტები”, – ამის შესახებ ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მყინვარებიდან დაძრულ გლაცეოლოგიურ მასას არანაირი შეხება არ გააჩნია ტყის ჭრასთან და წარმოადგენს უვიცი პროპაგანდისტების ტყუილს.
"მოკლედ დავწერ რაჭაში და კონკრეტულად შოვში (ან ბუბაზე), ხის უკანონო ჭრაზე, რომლის შესახებაც წერენ და ლაპარაკობენ ტელეჭინკები და სოცქსელებით პატრიოტები.
1) რაჭა ერთერთი ტყით ძლიერ დაფარული მხარეა.
2) რაჭსა და სვანეთში ტყის ყოველწლიური ნამატი ბევრად აჭრბებს გამოყოფილ და ათვისებულ რესურსს.
3) რაჭში ბევრი სასოფლო სავარგული ხელახლა დაიფარა ტყით და გამოუსადეგარი გახდა მეურნეობისათვის.
4) შოვის მიმდებარე ხეობებსა და მწვერვალებზე ხის ჭრა, დამზადება, დასაწყობება და მანქანით გამოტანა (გნებავთ კანონიერად, ან უკანონოდ) შეუძლებელია, ვინაიდან იქ 3 ხიდიანი მანქანებისათვისაც მიუდგომელი ადგილია.
ასე, რომ მყინვარებიდან დაძრულ გლაცეოლოგიურ მასას არანაირი შეხება არ გააჩნია ტყის ჭრასთან და წარმოადგენს უვიცი პროპაგანდისტების ტყუილს.
პ.ს. აქვე დაურთავ მყინვარი ბუბას და მისი ხეობის დღეს გადაღებულ კადრებს, საიდანაც მოხდა გლაცეოლოგიური მასის დაცურება. აბა თუ სადმე ნახავთ ტყეს, ან მასში პოტენციურად მისასვლელ გზას." - წერს ბიძინა გიორგობიანი.




