ბოლო დღეებში, პარტია "საქართველოსთვის" დაკავშირებული ადამიანები, სოციალურ ქსელში და მედიაში აცხადებენ, რომ  საქართველოს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია, საკუთარ წევრებს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერას სთხოვს. 

თვითმმართველობის არჩევნებში „საქართველოსთვის“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა გია ცეცხლაძემ რამდენიმე დღის წინ "ფეისბუკში" დაწერავტოვებ პარტია "საქართველოსთვის" - მთავარმა თაღლითმა და მოღალატემ, გიორგი გახარიამ არაერთ ადამიანს აუბნია თავგზა

პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბერდია სიჭინავა "აიპრესთან" აცხადებს, რომ გია ცეცხლაძე, როგორც ნატალია ძიძიგური, სუსის დავალებებს ასრულებენ.

"სისულელე. აბსურდი. ხომ იცით, ყველა გაყიდულს აქვს ერთი ნარატივი, თითქოსდა ჩვენი კავშირი "ნაციონალურ მოძრაობასთან"... იცით რატომ? იმიტომ რომ მყიდველია ერთი, სცენარისტია ერთი და ბუნებრივია ის იძენს და ალაპარაკებს იმას, რაც უნდა. შესაბამისად, წარმოუდგენელია ის ბრალდებები რაც გია ცეცხლაძემ იკადრა. იმიტომ, რომ ეს ადამიანი არჩევნებიდან მეორე დღეს, უკვე აღარავის უნახავს  სამი წლის განმავლობაში და 3 წლის თავზე გამოჩნდა, მსგავსი სიბინძურეები დაწერა. წარმოუდგენელია, ანუ დაწერა, რომ მე ბიძინა ივანიშვილის პროექტი მეგონა გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტია და მის აფერაში მინდოდა მონაწილეობის მიღება და თავგზა ამიბნია, და ამიტომ იმედი არ გამიმართლაო. წარმოგიდგენიათ რა ანტურაჟთან გვაქვს საქმე? 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი, ბევრად უფრო დალაგებული ტექსტები აკეთოს. იმიტომ რომ წარმოუდგენელია ის სისულელე, რაც ამ ადამიანს დააწერინეს.

გია ცეცხლაძის და ასეთი ადამიანებს ადგილი ჩვენს პოლიტიკურ პარტიაში არ არის. რაც უფრო დაგვეხმარება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დროზე წავიდნენ ასეთი ადამიანები, მათ მხოლოდ მადლობს ვეტყოდი" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ "აიპრესთან".