ბათუმის საკრებულოს წევრმა, ნატალია ძიძიგურმა ყოფილი თანაპარტიელები, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი ბერდია სიჭინავა და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი შალვა კერესელიძე ზეწოლასა და შანტაჟში დაადანაშაულა, 

ძიძიგური ამბობს, რომ ყოილი თანაპარტიელები პირადი ცხოვრების ინფორმაციის გავრცელებითაც აშანტაჟებდნენ. 

"აიპრესთან" ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ ის რაც ნატალია ძიძიგურმა თქვა, სუსში დაწერილი სცენარია, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში იყენებენ. 

"აბსურდია ქალბატონი ძიძიგურის განცხადება, ეს არის "ოცნების" სახელისუფლებო კამპანიის გაგრძელება, მოსყიდულების გადაბირებით და მერე ათასი სიბინძურის წერის, რომელიც, რა თქმა უნდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწერილი სცენარია. რაც შეეხება მსგავს ბრალდებებს, ეს არის პოლიტიკური სიბინძურის მიღმა მოქმედება. პოლიტიკაში რაღაცა აღარ მოსულა. არ შეიძლება ასე უაპელაციოდ დასდო ბრალი, ასეთ ბინძურ ტყუილში შენს ყოფილ თანაპარტიელს  

მე, ვერ წარმომედგინა, რომ ქალბატონი ნატალია ძიძიგური ამას გააკეთებდა. ძალიან სამწუხაროა. თქვენ იცით, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ გავრიცხეთ ნატალია ძიძიგური პოლიტიკური პარტიიდან და დაახლოებით, ორი კვირა დასჭირდა ამ ადამიანს. ამ ადამიანს არა, ამ ადამიანის სახელ მოქმედ ჯგუფს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და "ოცნებაში", რომ შეედგინათ ეს ტყუილი და ასე დაედანაშაულებინათ, დისკრედიტაცია მოეხდინათ პოლიტიკური პარტიის და მისი წარმომადგენლების, რასაც სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ეს არის სახელისუფლებო კამპანიის გაგრძელება როდესაც ხედავენ, პოლიტიკურ  პარტიას ეზრდება რეიტინგი ყველა ასეთ შემთხვევაში მსგავსი ბინძური მეთოდებით რეაგირებენ. ბუნებრივია, რაც უფრო მოახლოვდება საარჩევნო პერიოდი, მსგავს ბინძურ ბრალდებებს კიდევ უფრო დიდი მასშტაბები ექნება. ამისთვის მზად ვართ. 

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამ ყველაფერს გაეცემა პასუხი და ეს ბინძური სახელისუფლებო პროპაგანდა დასრულდება. 

რაც შეეხება კონკრეტულად ამ ქალის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს, არც ვიცი მის პირად ცხოვრებაში რა ხდება. წარსულში რა ხდებოდა. წარმოდგენა არ მაქვს ამასთან მიმართებით. 

ეს ქალი, მედიასთან საუბრობს, რომ არის თითქოს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და სასამართლოსაც მიმართა. და თურმე, ამით ვაშანტაჟებდით. მსგავსი აბსურდი და სისულელე არ არსებობს. რა პირად ცხოვრებაზეა საუბარი. პირველად მესმის ამ ადამიანის პირად ცხოვრებაში, რომ პრობლემები არსებობდა. თან, სასამრთლოსვის იყო მიმართული, საჯარო იყო ეს ინფორმაცია და ჩვენი პოლიტიკური პარტია  ამით ვაშანტაჟებდით? -  ეს წარმოუდგენელია რამეა. ძალიან სამწუხაროა, რომ ნატალია ძიძიგური აღმოჩნდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პროექტი და ყველა ასეთ შემთხვევაში ჩვენს პოლიტიკურ პარტიას ექნება რეაგირება. 

ნორმალურ ქვეყანაში ქალბატონი ნატალიას გაჟღერებულ ბრალდებებზე შესაბამისი პროცესი უკვე დაიწყებოდა და ცრუ დასმენისთვის ეს ადამიანი იქნებოდა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული. 

არ შეიძლება პოლიტიკაში ყველა სიბინძურის კადრება. არსებობს რაღაც ზღვარი, რომელიც არ უნდა გადალახო. სამწუხაროდ, ქალბატონმა ნატალიამ ძალიან გაგვაოცა, რომ შეძლო ეს ყველაფერი გაეკეთებინა." - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

აიპრესი: ნატალია ძიძიგური ამბობს, რომ პარტიის ლიდერმა, გიორგი გახარიამ ყველაფერი იცოდა. წეზოლა და შანტაში მის გარეშე არ მოხდებოდა. 

ბერდია სიჭინავა:  არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და რა უნდა სცოდნოდა გიორგი გახარიას? ან რა შუაშია გიორგი გახარია ქალბატონ ნატალიასთან მიმართებით. წარმოუდგენელია ეს სისულელე და ის ლოგიკური წყობა, რაც დალაგებული აქვთ ამ ტექსტის ავტორებს. 

ცნობისთვის, ნატალია ძიძიგური ამბობს:  ბერდია სიჭინავა და შალვა კერესელიძე საკრებულოში ფრაქციის შექმნას მაიძულებდნენ - პარტიიდან გამრიცხეს იმის გამო, რომ "ნაცმოძრაობას" არ შევუერთდი