ბერა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა:

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად დგომა. გუშინდელ დღესავით მახსოვს, 16 წლის ვიყავი, როდესაც ეს ყველაფერი დაუწყო და მამაჩემის გვერდით ვიბრძოდი, მინდა გითხრათ, რომ მაშინაც და დღესაც, მამაჩემს ნებისმიერ ბრძოლაში ბრმად დავყვებოდი და გავყვები, თუმცა მაშინ ემოციებით სავსე ბავშვი ვიყავი, რომელიც მამას მიჰყვებოდა, დღეს უკვე მე თვითონაც მამა ვარ და სულ სხვანაირად აღვიქვამ და გავათვითცნობიერე თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, თუ რისთვის იბრძვის მამაჩემი და ჩვენი მშობლები, რამდენი წელია. მე მინდა, რომ ჩემმა ბერუკამ, ჩემმა დადუმ, თითოეული თქვენთაგანის შვილებმა, ჩვენმა საყვარელმა, საოცარმა პატარებმა იცხოვრონ ერთიან, მშვიდობიან, გაბრწყინებულ, ღირსეულ საქართველოში. ჩვენ ვიცით, რომ დღესდღეობით ამისთვის არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი გზა, ამ გზას ჰქვია - ,,ქართული ოცნება" . მეც როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, როგორც თქვენი ქართველი ძმა, სადაც არ უნდა ვიყო, რა დროც არ უნდა გავიდეს, ყოველთვის თქვენს გვერდში ვიქნები“, - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.