„რადიო თავისუფლების“ სარედაქციო პოლიტიკა რომ მიმართულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დაზიანებისაკენ, ეს არახალია დ ყველა შესაძლებლობას იყენებს, რომ გამოექომაგოს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ იგრძნეს ხიფათი, რომ საზოგადოებაა მზადაა, მათ მოსთხოვოს სამართლებრივი პასუხი 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
"როგორც აღმოჩნდა შვეიცარიელი დიპლომატის, ჰაიდი ტალიავინის პოზიცია უცვლელია, იგი მოქმედებდა უმაღლესი მანდატით და მან ეს დასკვნა დადო ევროკავშირის დაკვეთით, შესაბამისად მან გაიმეორა ყველა ის პოსტულატი და პოზიცია რომელზეც აპელირებდა 2008 წელს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივმა პოლიტიკამ და პრაქტიკულად ისეთმა მოქმედებებმა, მათ შორის მისი პროპაგანდისტული არხებით ტირაჟირებულმა ამ სინამდვილემ განაპირობა რუსეთისთვის გარკვეული სამართლებრივი თუ მორალური ნიადაგის შექმნა, რათა მოეხდინა ინტერვენცია. განსაკუთრებით. ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ გააზრებული მოღალატეობრივი ნაბიჯი იყო, როდესაც მათ მოაწერეს ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც აღიარეს კიდეც რიგი „დანაშაულებისა“, რომელიც ჩაიდინეს ქართველმა სამხედროებმა და ქართულმა ჯარმა. ჩვენ ვფიქრობთ და მყარად გვწამს, რომ ქართული საზოგადოება ღირსია, იცოდეს ნამდვილი ამბავი, სინამდვილე, ჭეშმარიტება იმის შესახებ, თუ ვინ რას და როგორ აკეთებდა, როგორ ღალატობდა საკუთარ სამშობლოს, ამაზე ბევრი რამ მეტყველებს. აღარ არის იმაზე საუბარი, რომ მაშინ როდესაც „ისკანდერებით“ დაიბომბა ქართული ტერიტორიები, რატომღაც ჭურვები გაქრა. ახლა ისინი ჟონგლიორობენ თარიღებით, სინამდვილეში მათ ხელი მოაწერეს და დაეთანხმნენ ტალიავინის დასკვნას, რომ 7 აგვისტოს ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მასიური არასაარტილერიო თავდასხმა განახორციელა ცხინვალზე. „ქართული ოცნება“ ლაპარაკობს ნაციონალური მოძრაობის ძალიან გამოკვეთილ და სამწუხარო მოღალატეობრივ ქმედებებზე 2008 წლის აგვისტოს პერიოდში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია საკითხის გამოძიება, ბექა ოდიშარიამ განმრტა, რომ თვითონ საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრეა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლიდერების მიერ აღნიშნული იქნა, რომ ეს შეიძლება იყოს რამდენიმე პლატფორმაზე, სასამართლო, პროკურატურა, ისევე როგორც, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, მე ამ უკანასკნელს მივემხრობოდი, რადგან მსურს, რომ ეს იყოს მაქსიმალურად საჯარო, გამჭვირვალე, ტრანსპარენტული პროცესი. საზოგადოება ამაში ჩართული იყოს მაქსიმალურად, რომ ეჭვიც კი არ დარჩეს ჩვენი საზოგადოების არცერთს წევრს, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.