ჩვენი ევროპელი პარტნიორების პოზიცია ჩვენთვის ყოველთვის იყო, არის და ყოველთვის იქნება მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი, თუმცა ერთხელ უკვე ვთქვით და ამ სიტყვას არ გადავალთ - არავითარი „ვეტინგი“ არ იქნება, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„ეს პროცესი არის მავნებლური, გადის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, ლახავს ჩვენს სუვერენიტეტს და აპირებს, უხეშად ჩაერიოს ერთ-ერთი დამოუკიდებელი შტოს საქმიანობაში. არავის საქმე არაა, სუვერენულ სახელმწიფოში და მის შტოში პროცესებში ხელის ფათური“, - აღნიშნა ოდიშარიამ.
ევროკავშირის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, საქართველოს სჭირდება შემოწმების განსხვავებული სისტემა იმ პირებისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემაში წამყვან თანამდებობაზე არიან.