„როგორ შეიძლება გამოაცხადო გამჭვირვალობა ანტიდასავლურად? ვხედავთ სიბნელეს და სიყრუეს ეკა გიგაურის და, საერთოდ, ვფიქრობ, ერთადერთი უნიკალური ქვეყანა ვართ, სადაც გამჭვირვალობის სახელით მოქმედი არასამთავრობო ებრძვის გამჭვირვალობის კანონის მოქმედებას“, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით. 

როგორც ბექა ოდიშარია აღნიშნავს, ქვეყანა მზადაა იმისთვის, რომ თუნდაც დღესვე ჩაუტარონ ტესტი იმის გასარკვევად, გადავუხვია თუ არა ევროპული მისწრაფებებიდან. 

„მოდით, დღესვე მიგვიღონ ევროკავშირში და ჩაგვიტარონ ტესტი, გადავუხვიეთ თუ არა ჩვენ ევროპული მისწრაფებებიდან და ევროატლანტიკური ზრახვებისაგან. როგორ შეიძლება, გამოაცხადო გამჭვირვალობა ანტიდასავლურად? მგონია, ერთადერთი უნიკალური ქვეყანა ვართ, სადაც გამჭვირვალობის სახელით მოქმედი არასამთავრობო ებრძვის გამჭვირვალობის კანონის მოქმედებას. არის ორი დაპირისპირებული რაღაც პოლუსი, რომელიც ერთი ცამდე მართალია და მეორე არის აბსოლუტურად მტყუანი, მაგრამ ფიქრობენ, რომ ძალა აღმართს ხნავს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.