„ოცნება“ ცდილობს, „ნაცმოძრაობა" იმ ადამიანებით დაამარცხოს, რომლებიც 2012 წლამდე ენმ-ის ბანაკებში იყვნენ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
„ამ ქვეყანაში შეიძლება ხუთმა ადამიანმა დაიჯეროს, ის რომ ღარიბაშვილი თავისი ნებით წავიდა პრემიერმინისტრობიდან უფუნქციო პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, ისევე, როგორც, მაგალითად ახლა მოინდომეს, ჩვენი მოქალაქეების უპრეცედენტო ნდობის, 2012 წლის ნდობის შემდეგ, 12 წლის თავზე „ნაციონალური მოძრობის" დასრულება, 2024 წლის არჩევნებში. ესეც, რა თქმა უნდა, სისულელის და ტყუილის ნაწილია და ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის, სამწუხაროდ, ტყუილებში ჩაკარგული პარტია, რომელიც „ასრულებს" „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგალითად იმ ხალხით, რომელიც დღევანდელი ყრილობის პირველ რიგებში წარმოადგენდნენ ადამიანებს, რომლებიც 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკებში იყვნენ. ამ ხალხით ცდილობს, დაამარცხოს „ნაციონალური მოძრაობა",- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა „ფორმულას" ეთერში.