„ქართული ოცნება“ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე კი არ გადავა, საქართველოს მოსახლეობისაგან ცხვირში მუშტს მიიღებს. ჩვენი მთავარი იარაღი, მათ სისულელეებზე საპასუხოდ, არჩევნებია,- , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.

„ეს ტყუილებში დაკარგული, გადამგდები ხელისუფლება უკვე მეორედ რომ ცდილობს ერთი და იგივე კარტი გაათამაშოს, მაინც არ გამოუვათ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომზადებულები არიან, როგორც სოციალურ ქსელში, ისე პლაკატებით, რომლებსაც გარეთ აკრავენ.

„ქოცებად“ და „ნაცებად“ დაყოფა არის ერთადერთი გზა, რომლის შესახებაც ბიძინა ივანიშვილმა იცის. მას ჰგონია, რომ ასეთი დაპირისპირებული საზოგადოების პირობებში მომავალ არჩევნებში გადარჩება, მაგრამ ასე ვერ მოხდება. ამის ფონზე, ახლაც კი, ზუგდიდის საკრებულოში „ნაცები“ და „ქოცები გარიგებულები არიან და საკრებულოში ჩვენი პარტიის წევრს ერთად უცხადებენ იმპიჩმენტს. კარგი რეპეტიცია აქვთ გავლილი იმისთვის, რომ არჩევნების შემდეგ, თუ ორივე 50%-ს მიღმა დარჩა, ერთ კარგ კოალიციასაც შექმნიან.

„ქართული ოცნება“ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე კი არ გადავა, საქართველოს მოსახლეობისაგან ცხვირში მუშტს მიიღებს. ჩვენი მთავარი იარაღი, მათ სისულელეებზე საპასუხოდ, არჩევნებია. ხელისუფლებაში მყოფი ხალხი გამჭვირვალობას ვინმეს რომ სთხოვს, სამარცხვინოა. საქართველოს მოქალაქეები მათი თავის ტომოგრაფიულ  სურათს ვითხოვთ, გამჭვირვალედ რომ დავინახოთ, თავში ტვინი შემორჩათ თუ არა“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.