ჩვენი ხელისუფლება 14 წელია, ხელისუფლებაშია და თქვენ ვერ დამისახელებთ ერთ საქმესაც კი, რომელიც სტრასბურგში წასულიყო და იქ დადგენილიყო, სადაც ევროპული სასამართლო იტყოდა, რომ ქართულ სასამართლოს აქვს მიუკერძოებლობის ან დამოუკიდებლობის პრობლემა. ასეთს ვერ დაასახელებთ. ამაზე ობიექტური შემფასებელი არ არსებობს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ბექა ძამაშვილმა ქართული სასამართლოების დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის კრიტერიუმებზე ისაუბრა.

„რით შეიძლება შეფასდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა? პირველი, ეს არის მოქალაქეების აღქმები. ეს საკითხი რომ გადაგვეზღვია, 2024 წელს ჩატარდა „იფსოს საფრანგეთის“ მიერ შესაბამისი კვლევა. სასამართლოსადმი ნდობის პროცენტი იყო 61%; იმავე გამოკვლევით ევროკავშირის ქვეყნებში იყო 53%.

მეორე, ყველაზე ობიექტური - ჩვენი ხელისუფლება 14 წელია, ხელისუფლებაშია და თქვენ ვერ დამისახელებთ ერთ საქმესაც კი, რომელიც სტრასბურგში წასულიყო და იქ დადგენილიყო, სადაც ევროპული სასამართლო იტყოდა, რომ ქართულ სასამართლოს აქვს მიუკერძოებლობის ან დამოუკიდებლობის პრობლემა. ასეთს ვერ დაასახელებთ. ამაზე ობიექტური შემფასებელი არ არსებობს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ.