არ დაიკარგოს ბალანსი, გამოხატვის თავისუფლება ზედმეტად არ შეიზღუდოს, უზრუნველყოფილი იყოს კრიტიკა, არ მოხდეს შეფასება სუბიექტურად - ეს ყველაფერი უკვე გადაზღვეულია კანონდებლობით, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა.
მისივე თქმით, შს სამინისტროს ახალი დანაყოფი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებს და ყველა შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ სასამართლოს მიერ.
„ვინ შეაფასებს კონკრეტული გამონათქვამი შეურაცხმყოფელი იყო თუ არა? ამას შეაფასებს მოსამართლე.
რა მოიწონა სტრასბურგმა? ზუსტად ის მუხლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათ კოდექსის, რომელიც უნდა აღასრულოს შსს-ს ამ სამმართველომ. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად, საჯარო სივრცედ, რომ შეიძლება ჩაითვალოს ინტერნეტსივრცე ეს ჯერ თქვა ჩვენმა სასამართლომ და ეს, რომ წავიდა სტრასბურგში საია ცდილობდა სტრასბურგში დაემტკიცებინა, რომ თუ ინტერნეტსივრცეში ხდება შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება ეს არ უნდა იყოს აკრძალული კანონით“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.










