ბარამიძე: ხალხი გარეთ უნდა გამოვიდეს, მიუხედავად კოვიდისა

1605421066
"ტვ პირველის" ეთერში "ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გია ბარამიძემ საზოგადოებას მოუწოდა, მუხედავად კორონავირუსისა, გავიდეს გარეთ და გარეთ გამოხატოს თავისი შეწუხება.
"ყველაზე მნიშვნელოვანი, მათ შორის დასავლელი პარტნიორების თვალში, არის ქართველი ხალხის რეაქცია, პოზიცია და აღშფოთება მუთაქაზე თავდადებულმა კი არ გამოხატოს ტელევიზორზე დედის გინებით, არამედ შეწუხდეს, ვინც ჯერ ვერ შეწუხდა და გამოვიდეს გარეთ, მიუხედავად კოვიდისა, იმიტომ რომ თავზე გვენგრევა ქვეყანა", - განაცხადა ბარამიძემ.